"ქართული ოცნების" წევრი დეპუტატი ნინო წილოსანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, ბოლო დროს, პოლიტიკოსების სახლების გახშირებული გაქურდვის ფაქტებს ეხმაურება და წერს, რომ ვინც ამ ფაქტების წახალისებას ხელს უწყობს, თავად გახდება მსხვერპლი.
ეს გამოხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჰეშთეგს მოჰყვა - ფეისბუკმომხმარებლების ნაწილი წერს: #გაქურდეთანამდებობის პირისსახლი.
"მიუხედავად იმისა ვის რამდენად გსიამოვნებთ პოლიტიკოსების სახლების ქურდობები, კეთილგონიერებას მაინც მიმართეთ - ამ ყველაფრის წახალისებით მალე თქვენთანაც მოვლენ და ის ვინს ამას ორკესტრირებულად აკეთებს აუცილებლად თავად ამ ყველაფრის მსხვერპლი გახდება, ოდესღაც..დანარჩენი სამართალდამცავების საქმეა", - წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამი ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსის, გიორგი ქობულიას, გიორგი ვოლსკის და არჩილ თალაკვაძის სახლები გაქურდეს.