Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონსტანტინე გამსახურდია - გამოძიების პოლიტიკური ნება არც ერთ ხელისუფლებას არ გააჩნდა


ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, რომ მისი მამის გარდაცვალების საქმის გამოძიებას დღემდე მნიშვნელოვანი შედეგი არ ჰქონია, რაც პოლიტიკური ნების არარსებობაზე მიუთითებს. ამის შესახებ, მან საქართველოს პირველი პრეზიდენტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

"გამოძიება 1994 წლიდან მიმდინარეობს და საქმე ხან თაროზე იყო შემოდებული, ხან მიდიოდა გამოძიების იმიტაცია. ამას ჩვენ გამოძიებას ვერ დავარქმევთ, შესაძლოა ის საერთოდ არაფერს სჯობდეს, მაგრამ პრაქტიკული შედეგი ძალიან ცოტაა. ეს იმის ბრალია, რომ სათანადო პოლიტიკური ნება არც ერთ ხელისუფლებას არ გააჩნდა 1994 წლიდან დღემდე. ეს სამწუხარო და მანკიერი პრაქტიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას არ უნდა სჭირდებოდეს მისი შვილების მხრიდან ძალისხმევა, შიმშილობა, აქციები და ასე შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ აქამდე მისი სახელი და მნიშვნელობა არ იყო ჯეროვნად შეფასებული", თქვა კონსტანტინე გამსახურდიამ.

XS
SM
MD
LG