Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგზიტპოლების თანახმად უკრაინაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება ზელენსკისა და პოროშენკოს შორის


უკრაინაში ჩატარებული ყველა ეგზიტპოლის თანახმად, 18 საათის მონაცემებით, ლიდერობს შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი, მეორე ადგილზეა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. ასეთი თანაფარდობით უკრაინაში გარდაუვალია არჩევნების მეორე ტური, რომელიც 21 აპრილს გაიმართება.

ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ საარჩევნო შტაბში უკვე მივიდა პრეზიდენტი პეტრო პოროშენკომ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს. მაღალი შეფასება მისცა არჩევნებს, როგორც უკრაინის ევროპული კულტურის მაჩვენებელს და განაცხადა, რომ ჩაიფუშა კრემლის განზრახვა, რომელიც მას პირველ ტურში უწინასწარმეტყველებდა დამარცხებას. მან ოლიგარქ კოლომოისკის მარიონეტი უწოდა ვლადიმირ ზელენსკის, რომელსაც, პოროშენკოს თქმით, მეორე ტურში გამარჯვების არავითარი შანსი არ აქვს. "მე ხვალიდანვე ვიწყებ ბრძოლას არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებისათვის", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური ეგზიტპოლი 2019“-ის მიერ 18 საათისათვის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, პირველ ტურში ვლადიმირ ზელენსკი ლიდერობს 30,4%-ით, მეორე ადგილზეა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 17,8%-ით.

მესამე ადგილს 14,2%-ით იკავებს იულია ტიმოშენკო, პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერი.

კიდევ ერთი სოციოლოგიური კომპანია SOCIS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით ლიდერთა სამეული ასე გამოიყურება: ვლადიმირ ზელენსკი - 29, 25%, პეტრო პოროშენკო -19,19%, იულია ტიმოშენკო - 13,75%.

XS
SM
MD
LG