Accessibility links

site logo site logo

პოლიციის განყოფილებიდან გამოუშვეს აქციაზე დაკავებული სამი პირი


გავრცელებული ცნობებით, პოლიციის განყოფილებიდან გაათავისუფლეს ჭავჭავაძის გამზირზე გამართულ აქციაზე დაკავებული ექვსი აქტივისტისგან ორი, ვახუშტი მენაბდე, ცოტნე ცხვედიანი და გიორგი სოფრომაძე. ჟურნალისტები დანარჩენი სამი აქტივისტის გამოსვლას ელოდებიან.

შსს-ის განცხადებით, ეს ექვსი პირი დააკავეს "საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით".

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სოლიდარობის აქცია დასრულდა, თუმცა მანამდე სტუდენტური ჯგუფის აქტივისტმა, გიორგი ღვინჯილიამ განაცხადა, რომ სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი სამოქალაქო ჯგუფები იწყებენ "სახალხო მოძრაობას, რომელიც იბრძოლებს ხალხის უფლებებისთვის". მან ეკონომიკური ჩაგვრით დაზარალებულ ჯგუფებს, მათ შორის ტაქსის მძღოლებს, იპოთეკით დაზარალებულებს, დევნილებს მოუწოდა შეუერთდნენ სახალხო მოძრაობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG