Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იურისტები მოსამართლეთა შერჩევის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვენ


ანა ნაცვლიშვილი
ანა ნაცვლიშვილი

დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვას ითხოვს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის ყოფილმა საპარლამენტო მდივანმა, იურისტმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ შექმნილ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალია პროცესში ჩაერთონ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა სფეროში.

„სიტუაციაში, როდესაც არის მკვეთრი პოლარიზება, როდესაც არავინ არავის ენდობა, ერთი მხრივ, საზოგადოება არ ენდობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, პროფესიული წრეები არ ენდობიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გვაქვს სერიოზული ეჭვი, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაბატონებულ კლასს მფარველობს უმრავლესობა, მიგვაჩნია, რომ ერთადერთი გამოსავალი, რომელსაც შეუძლია მოსამართლეთა შერჩევის პროცესს შესძინოს ნდობა და ლეგიტიმაცია, ეს არის ისეთი აქტორების ჩართვა, როდესაც ყველა გადაწყვეტილება იქნება გამჭვირვალე“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. მისი შეფასებით, გამოსავალი იქნება, თუ კანდიდატებს შეაფასებენ არა იუსტიციის საბჭოს წევრები, არამედ საერთაშორისო ექსპერტები.

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი, რომელსაც კრიტიკული შენიშვნები აქვს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტის მიმართ, 1 აპრილს, თბილისში შეხვდა ვენეციის კომისიის ექსპერტებს.

XS
SM
MD
LG