Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტიზის ბიურო დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატს პასუხობს


სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის ბრალდებებს პასუხობს. ექსპერტიზის ბიუროს განცხადების თანახმად, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკვლევის შედეგები სამართალდამცავ ორგანოებს არ ეცნობა, ვინაიდან იმ პერიოდში, როდესაც ანა ბაგრატიონმა ამბულატორიული სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა, ბიუროს სამართალდამცველი უწყებებისთვის ფაქტის ცნობის ვალდებულება არ ჰქონდა.

„2014 წლის 14 მაისს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა ანნა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ, რომელმაც საკუთარ თავზე დანიშნა ამბულატორიული სამედიცინო შემოწმება, სხეულზე არსებული დაზიანების და მათი ხანდაზმულობის შესახებ. დასკვნა გაიცა 2014 წლის 20 მაისს. ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკვლევის შედეგები სამართალდამცავ ორგანოებს არ ეცნობა. აღნიშნული ვალდებულება ბიუროს გააჩნია 2017 წლის 1 ივნისიდან „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 პრიმა მუხლის საფუძველზე. აგრეთვე ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციის 27-ე და 28-ე მუხლების საფუძველზე. მითითებული აქტი საქართველოში ამოქმედდა 2017 წლის 1 სექტემბრიდან",- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ " ინტერპრესნიუსს" მიაწოდა.

ცილისწამება უწოდა დღეს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ ძალადობასთან დაკავშირებით ანა ბაგრატონ-გრუზინსკის განცხადებას. მისი სიტყვებით არ არის გამორიცხული, რომ სამხარაულის ექპერტიზის დასკვნა მიკერძოებული იყოს და არ ასახავდეს სიმართლეს.

„თუ ექსპერტმა იცოდა ამ დანაშაულის შესახებ, რატომ არ დარეკა პოლიციაში? ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ძალიან ცუდად ეჩხირება ამ დავაში. არ გამოვრიცხავთ, რომ გაყალბებულია“, – განაცხდა დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ.

XS
SM
MD
LG