„ერთი თვე გავა თუ არა, მე სახელს დავარქმევ ყველაფერს“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სოციალურ ქსელში კვლავ გავრცელებას.
ეკა ბესელია გამოძიებას ერთთვიან ვადას აძლევს.
"ერთთვიანი ვადა მაქვს მიცემული საგამოძიებო ორგანოებისთვის. მე ამ განცხადებას ვტოვებ ძალაში. ერთი თვის თავზე თავად გავაკეთებ შეფასებას, თუ რასთან გვაქვს საქმე. ყველაფერი დანარჩენი, რაც ხდება, კიდევ უფრო ამძიმებს იმ პასუხისმგებლობასა და ტვირთს, რაც აქვს ახლა ხელისუფლებას და საგამოძიებო ორგანოს. ეს არაფერში წერია, რაც ხდება და ჩვენ მოქალაქეებს უქმნის საშინელი დაუცველობის განცდას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტსივრცეში მარტის ბოლოს ხელმეორედ გავრცელდა.