საქართველოს პარლამენტში დახურულ კარს მიღმა გაიმართა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების შეხვედრა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მიზანი იყო განხილვა ეუთოს რეკომენდაციებისა, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდა.
„დღევანდელი შეხვედრით შესაბამისი დისკუსიები დაიწყო და ჩვენ წლის ბოლომდე ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებას შევძლებთ. არის რეკომენდაციები, რომელიც თავისუფალი არჩევნების პრინციპს უკავშირდება. მაგალითად, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც აუცილებლად განიხილება, პერიმეტრის საკითხია. შეიძლება დაწესდეს რადიუსი, სადაც დაუშვებელია აგიტატორებისა თუ სხვა მხარდამჭერების დიდი ხნით ყოფნა“ - უთხრა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
მისი ინფორმაციით, საუბარი იყო სხვა ცვლილებებზეც, როგორიცაა ე.წ. სიჩუმის დღის შემოღებაა, რაც გულისხმობს არჩევნების დღეს აგიტაციის აკრძალვას. კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება პარტიების დაფინანსების და უფასო საეთერო დროის განაწილების მიმართულებებით.
ირაკლი კობახიძესთან ერთად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.