Accessibility links

site logo site logo

ერაყის პრემიერ-მინისტრი ირანს სტუმრობს სავაჭრო კავშირებზე სასაუბროდ


ერაყის პრემიერ-მინისტრი, აბდელ აბდულ მაჰდი ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა მეზობელ ირანს, სავაჭრო კავშირების გაძლიერებაზე მოლაპარაკების მიზნით.

6 აპრილს მაჰდი შეხვდა პრეზიდენტ ჰასან როჰანის, რომელმაც თქვა, რომ განხილვის თემები იყო გაზით და ელექტროენერგიით ვაჭრობის გაფართოება და რკინიგზის დაკავშირების გეგმები.

მაჰდის ვიზიტამდე, მარტში, როჰანი ესტუმრა ერაყს. ირანს სურს გააძლიეროს თავისი გავლენა მეზობელ ქვეყანაზე იმ ფონზე, როცა ბაღდადი აშშ-ის ზეწოლის ქვეშაა, რათა ირანთან კავშირები შეამციროს.

ერაყი, რომელიც ვაშინგტონისგან ფინანსურ და სამხედრო დახმარებას იღებს, ცდილობს დააბალანსოს კავშირები აშშ-სთან და ირანთან - რომელსაც გავლენა აქვს ერაყის შიიტ მოსახლეობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG