Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში პოლიციასა და მიგრანტებს შორის შეტაკება მოხდა


ჩრდილოეთ მაკედონიის საზღვართან მესამე დღეა ხდება შეტაკება საბერძნეთის პოლიციასა და მიგრანტების ჯგუფს შორის, რომელიც ცდილობს ცენტრალურ ევროპაში გადასვლას თავშესაფრის მისაღებად.

პოლიცია 6 აპრილს იუწყებოდა, რომ გამოყენებულ იქნა ცრემლმდენი გაზი და კვამლის ყუმბარები აგრესიულად განწყობილი მიგრანტების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიციას ქვებს უშენდნენ.

საბერძნეთის ხელისუფლების თანახმად, დაპირისპირების პროვოცირება მოახდინა სოციალურ მედიაში გავრცელებულმა ყალბმა ცნობებმა, თითქოს მოიხსნა სასაზღვრო შეზღუდვები ცენტრალურ ევროპაში გადასვლის მსურველ მიგრანტებისთვის. გარდა ამისა, დეზინფორმაცია იუწყებოდა, რომ არასამათავრობო ორგანიზაციებს დაქირავებული ჰყავთ ავტობუსები ჩრდილოეთ მაკედონიის საზღვრიდან მიგრანტთა ჩრდილოეთით წასაყვანად.

რამდენიმე ასეული დევნილი საბერძნეთის საზღვარზე 4 აპრილს გამოჩნდა. მათ საკუთარი კარვები გაშალეს დიავათას მიგრანტთა ბანაკის შორიახლოს. მიგრანტები მეტწილად სირიიდან, ერაყიდან და ავღანეთიდან არიან.

2015-2016 წლებში მილიონზე მეტმა მიგრანტმა გამოიყენა ეს მარშრუტი გერმანიაში გადასასვლელად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG