Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნოვიჩოკით“ მოწამლულმა ჩარლი როულიმ „პროპაგანდა“ უწოდა რუსეთის ელჩის სიტყვებს


ჩარლი როული
ჩარლი როული

ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლულმა ჩარლი როულიმ „პროპაგანდა“ უწოდა ბრიტანეთში რუსეთის ელჩის სიტყვებს მის მიერ 6 აპრილს გამართულ შეხვედრაზე დასმული შეკითხვის პასუხად, რაც რუსეთის მონაწილეობას შეეხებოდა ამ ინციდენტში.

ჩარლი როული და მისი მეგობარი 2018 წლის ზაფხულში მოიწამლნენ სოლსბერის მახლობლადნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ .

„მე ვკითხე მას, თუ რატომ მოკლა მისმა ქვეყანამჩემი მეგობარი“, - განაცხადა ჩარლი როულიმ 6 აპრილს ბრიტანეთში რუსეთის ელჩ ალექსანდ იაკოვენკოსთან შეხვედრის შემდეგ.„,მაგრამ პასუხის ნაცვლად მისგან მოვისმინე პროპაგანდა“, დასძინა როულიმ.

2018 წლის მარტში, სოლსბერიში მოწამლეს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია, რომელთა გამოჯანმრთელებას რამდენიმე თვე დასჭირდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ სკრიპალები მოწამლეს საბჭოთა წარმოების ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, „ნოვიჩოკით.“ ამავე ნივთიერების ნარჩენებით ზაფხულში მოიწამლნენ სოლსბერის მახლობლად მცხოვრები დონ სტერჯესი და ჩარლი როული.

„მომეწონა ელჩი, მაგრამ იგი იმეორებდა, რომ მომწამვლელი ნივთიერება არ იყო „ნოვიჩოკი“, რადგან ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ყველანი დეიხოცებოდნენ“, - განაცხადა როულიმ.

XS
SM
MD
LG