Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანელი მინისტრის განცხადებით, ინდოეთი სამხედრო დარტყმისათვის ემზადება


პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი მაჰმუდ ყურეში
პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი მაჰმუდ ყურეში

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაჰმუდ ყურეშის განცხადებით, მის ხელშია „სარწმუნო სადაზვერვო ინფორმაცია“, რომ პაკისტანს ამ თვეში თავს დაესხმება ინდოეთი. ყურეში როგორც აღნიშნავს, საფრთხის შესახებ ისლამაბადმა უკვე აცნობა გაეროს.

მან 7 აპრილს სამხრეთ პაკისტანის ქალაქ მულტანში თქვა, რომ თავდასხმა შესაძლოა მოეწყოს 16 და 20 აპრილს შორის. ყურეშის არ დაუკონკრეტებია, რა ცნობები მიუთითებს ინდოეთის სავარაუდო თავდასხმაზე. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი დათანხმდა ინფორმაციის გასაჯაროვებას.

მაგრამ ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, რავიშ კუმარმა, ტვიტერში გავრცელებული განცხადებით უარყო ყურეშის ბრალდება, რომელსაც „უპასუხისმგებლო და აბსურდული“ უწოდა.

პაკისტანელი მინისტრის განცხადების ფონია გაზრდილი დაძაბულობა ბირთვული იარაღით აღჭურვილ ორ მეზობელს შორის თებერვალში მომხდარი ძალადობრივი ინციდენტების შემდეგ.

XS
SM
MD
LG