Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსუფაშვილი: კენტ რიცხვებში ბიძინა მამხელს „მიშისტობაში,“ ლუწში მიშა „ბიძინისტობაში“


დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განცხადებით უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც მან 9 აპრილს მისცა ტელეკომპანია „იმედს“ და სხვებთან ერთად დავით უსუფაშვილიც გააკრიტიკა.

„აი, ეს იყო 2019 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერის გამოსვლა. 30 წლისთავს ამ პოლიტიკური სტანდარტით, ამ მორალური ღირებულებებით და ამ სახელმწიფოებრივი მასშტაბით შევხვდით. 30 წელი ამისთვის გვიწვალია ყველას, მათ შორის თავად ივანიშვილსაც. შეუძლებელია, ამის გამო გაუსაძლისი ტკივილი არ გვეუფლებოდეს” - აცხადებს უსუფაშვილი.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, „გირგვლიანის საქმეში შავგულიძე ყოფილა მიშას მზაკვარი თანამზრახველი და მურუსიძე ყოფილა მიშას უცოდველი მსხვერპლი.“

„ამ აზრის კულტივირებას ცდილობს საქართველოს პოლიტიკური ლიდერი პირადად. ხომ გასაგებია, რა სჭირს თავად ამ ლიდერს, რა დღეშია ხელისუფლება მისი ლიდერობით და საით მიექანება ქვეყანა ამ ხელისუფლების ხელში? პირადად მე რაც მეხება, აქ ყველაფერი წესრიგშია. კენტ რიცხვებში ბიძინა მამხელს ხოლმე „მიშისტობაში“ და ლუწ რიცხვებში მიშა - „ბიძინისტობაში“. მე კი იქვე ვდგავარ, სადაც ვიდექი მათ პოლიტიკურ მოვლინებებამდე დიდი ხნით ადრე. ამასობაში, ბიძინამ თავისი წერილით პატიოსნად გვამცნო, რომ ეშმაკი მყავს შემოჩენილი და მე კი არა, ის „ყოფს“ ჩემი მეშვეობითო. გუშინაც „ის“ მძლავრობდა. ამიტომ, არგუმენტებით დისკუსია აზრს კარგავს. გადასაწყვეტია, ლოცვა თუ შელოცვა“ - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

XS
SM
MD
LG