Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის არჩევნებში გაიმარჯვა ნეთანიაჰუს პარტიამ


თითქმის მთლიანად დათვლილია ისრაელში 9 აპრილს ჩატარებული არჩევნების შედეგები, რომელთა თანახმად პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდი" შეძლებს მემარჯვენე კოალიციის ჩამოყალიბებას, ხოლო თავად ნეთანიაჰუ მეხუთე ვადით დარჩება პოსტზე.

ისრაელის პარლამენტის ვებსაიტზე გამოქვეყებული, ხმათა 96 პროცენტის შედეგით, "ლიკუდმა" და სხვა მემარჯვენე პარტიებმა 120 ადგილიან პარლამენტში მოიპოვეს 65-დან 67-მდე ადგილი.

სავარაუდოდ, "ლიკუდი" ყველაზე მეტ ხმას მოიპოვებს, თუმცა მას მძლავრი მეტოქეობა გაუწია მთავარმა მოწინააღმდეგემ, ბენი განცის ცენტრისტულმა ბლოკმა, „ცისფერი და თეთრი.“ ვარაუდობენ, რომ "ლიკუდი" 38 მანდატს მოიპოვებს, "ცისფერი და თეთრი" კი 35-ს.

ნაციონალისტური ორიენტაციის რამდენიმე მომცრო პარტიამ, რომლებიც ნეთანიაჰუს უჭერენ მხარს, საკმარისი ხმები მიიღეს საიმისოდ, რომ ნეთანიაჰუს კოალიცია და საპარლამენტო უმრავლესობა ჰქონდეს.

საბოლოო შედეგი 10 აპრილს მოგვიანებით გამოქვეყნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG