Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: მნიშვნელოვანი წინსვლა გვქონდა, რაც ყველაზე უკეთესად აქ, სტრასბურგში განიზომება


„სულ რაღაც 7 წლის წინ საქართველოს სერიოზული პრობლემები ჰქონდა კანონის უზენაესობის სფეროსა და დამოუკიდებელი სასამართლოს ფუნქციონირებაში. ჩვენ მნიშვნელოვანი წინსვლა გვქონდა, რაც ყველაზე უკეთესად აქ, სტრასბურგში განიზომება. ფაქტობრივად ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო არის ადამიანის უფლებების სფეროში არსებული ნაკლოვანებებისა და წინსვლის საუკეთესო ინდიკატორი. მეტმა ადამიანმა დაიწყო სამართლის ძიება და პოვნა ეროვნულ დონეზე ისე, რომ არ დასჭირვებიათ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოსთვის მიმართვა. და ამას ადასტურებს სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების რაოდენობის მნიშვნელოვანი ვარდნა“.

ციტატები

XS
SM
MD
LG