Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმრავლესობა: ივანიშვილმა ყველა კითხვას უპასუხა


საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ტელეკომპანია „იმედისათვის“ მიცემულ ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილმა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ამომწურავად ისაუბრა.

უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ყველა კითხვას, მათ შორის, კითხვას ანაკლიის პროექტის შესახებ, პასუხი გასცა.

„აღმოჩნდა, რომ არათუ სუბიექტური ინტერესი, პირიქით, კაპიტალს ჩუქნიდა ანაკლიას”,- აცხადებს თალაკვაძე.

მამუკა მდინარაძის განცხადებით კი, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდგომ ოპოზიცია რეალობის გადაფარვას ლანძღვითა და შეურაცხყოფით ცდილობდა და იმის ნაცვლად, რომ მათ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში მოყვანილი საკითხები არგუმენტებით გაეკრიტიკებინათ, ლანძღვასა და შეურაცხყოფაზე გადავიდნენ და ამით ცდილობენ გადაფარონ რეალობა:

„როდესაც ადამიანი ლაპარაკობს სიმართლეს, აქვს სწორი ხედვა, როგორც წარმატებასთან, ასევე გამოწვევებთან დაკავშირებით და აბსოლუტურად ადეკვატურია, ეს ანგრევს ოპოზიციის საერთო პროპაგანდის მთავარ მიზნებს და ამიტომ მათი დღევანდელი ისტერიკაც აბსოლუტურად ლოგიკურია და პროგნოზირებადიც იყო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

XS
SM
MD
LG