Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძემ იცოდა, რომ ჯიშკარიანი და შაქარიშვილი "ქართულ ოცნებას" ტოვებდნენ


კახა კალაძე
კახა კალაძე

თბილისის მერისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნისთვის, კახა კალაძისთვის მოულოდნელი არ ყოფილა საკრებულოს წევრების, ჯაბა ჯიშკარიანის და ვახტანგ შაქარიშვილის დღევანდელი განცხადება პარტიიდან წასვლის შესახებ.

„ისინი რომ მიდიოდნენ, ვიცოდი. გუშინ გვქონდა შეხვედრა და მითხრეს ამ გადაწყვეტილების შესახებ. ყველა ადამიანი თავისუფალი ვართ ჩვენს არჩევანში, ჩვენს გადაწყვეტილებებში და მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება“ - უთხრა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

თბილისის მერი არ ეთანხმება ყოფილი თანაპარტიელების შეფასებას, რომ „ქართული ოცნება“ ასცდა იმ ღირებულებებს, რომლითაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა. „ეს მათი მოსაზრებაა და ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს თავისი მოსაზრება" - თქვა კალაძემ.

XS
SM
MD
LG