Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი ბიძინა ივანიშვილს შალვა შავგულიძის საკითხზე ეთანხმება


იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის ეთანხმება ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებას შალვა შავგულიძის მისამართით.

„მე ვეთანხები ბატონ ბიძინას, რა თქმა უნდა, იმაში, რომ ძნელია დამალო გაოცება, როდესაც ბატონ შავგულიძეს ხედავ ე.წ. „ნაცებთან“ და მოდით არავინ არ დამიწყოს იმის მტკიცება, რომ „ევროსაქი“ „ნაცი“ არ არის და „ნაცი“ „ევროსაქი“ არ არის.

ეს არის ერთი და იგივე პოლიტიკური წარმოშობის, მენტალიტეტისა და იდენტობის პოლიტიკური ჯგუფი და მათთან ერთად რომ ჩვენ დღეს ვხედავთ ბატონ შალვას, დიახ, ვეთანხმები ბატონ ბიძინას, ეს არის, რბილად ვიტყვი - გასაოცარი,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჟურნალისტები ცდილობდნენ, მინისტრისგან მიეღოთ უფრო კონკრეტული პასუხი გირგვლიანის საქმეზე ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით. თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კომენტარით მან უკვე უპასუხა ამ შეკითხვას.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 2012 წელს „ქართულ ოცნებას“ „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლობასთან ერთად შეუერთდა. შალვა შავგულიძეც სწორედ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერია.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ადვოკატი შალვა შავგულიძე შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არის დასახელებული. მას მხარს უჭერს „თავისუფალი დემოკრატებისა“ და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო ბლოკი.

XS
SM
MD
LG