Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პომპეო აცხადებს, რომ აშშ ყველა ზომას გამოიყენებს ვენესუელის დასახმარებლად


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ვაშინგტონი მის განკარგულებაში არსებულ ყველა ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზომას გამოიყენებს საიმისოდ, რომ დაეხმაროს ვენესუელას, სადაც სოციალისტი პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო, ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების და შუალედურ პრეზიდენტად თვითგამოცხადებულ მეტოქესთან, ხუან გუაიდოსთან პოლიტიკური ბრძოლის ფონზე.

14 აპრილს, კოლუბიის სასაზღვრო ქალაქ კუკუტაში პომპეომ თქვა, რომ ქვეყნები, რომლებიც მადუროს უჭერენ მხარს, ამისათვის საფასურს გადაიხდიან. ამ ქვეყნებს შორისაა რუსეთი, ირანი, ჩინეთი და კუბა, მაშინ, როცა აშშ, ევროპის ქვეყნების უმრავლესობა და კიდევ ბევრი სახელმწიფო, საქართველოს ჩათვლით, გუაიდოს უჭერენ მხარს.

"აშშ გააგრძელებს ყველა ეკონომიკური და პოლიტიკური ზომის გამოყენებას ვენესუელის ხალხის დასახმარებლად" - განაცხადა პომპეომ. მისი თქმით, შესაძლო ზომებს შორისაა სანქციები და ვიზების გაუქმება.

XS
SM
MD
LG