Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძემ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გამო სპეციალური შეხვედრა მოიწვია


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტში გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განიხილება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე.

ამ მიზნით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეხვდება დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებს.

პარლამენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ დილის 10 საათზე დანიშნული შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

16 აპრილს, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მათი უდიდესი ნაწილის გათვალისწინება შესაძლებელია. მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ დაასახელა რეკომენდაციები ინტერესთა კონფლიქტის და მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებიდან გამოცდის ამოღების შესახებ.

ამასთან, კობახიძის შეფასებით, არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური შინაარსისაა რეკომენდაცია, რომ ამ მოწვევის პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში ყველა კვოტა არ შეავსოს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს რეკომენდაცია არსებითად სამართლებრივი არ არის და ორგანულ კანონში ვერ აისახება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG