რუსეთი უკრაინაში თავისი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გატანას კრძალავს. ამის თაობაზე რუსეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა.
2019 წლის პირველი ივნისიდან ამ პროდუქტის გატანა უკრაინაში შესაძლებელი იქნება მხოლოდ გარკვეული ნებართვით, იტყობინება რია ნოვოსტი.
მედვედევის თქმით, კიევის არამეგობრული ქმედების საპასუხოდ რუსეთი აფართოებს უკრაინაში წარმოებული პროდუქტის აკრძალვას. შეზღუდვა ეხება „მანქანათმშენებლობის, მსუბუქი მრეწველობის, ლითონდამამუშავებელ პროდუქციას, რომლის ფასი შარშანდელი მონაცემით 250 მილიონ დოლარს უდრის", განაცხადა რუსეთის პრემიერმა, რომელმაც აღნიშნა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე ხელმოწერილია.
10 აპრილს უკრაინის მთავრობამ გააფართოვა სია საქონლისა, რომლის რუსეთიდან უკრაინაში შეტანა აკრძალულია. სხვათა შორის ემბარგო ადევს მინის ნაწარმს და ფორმალინს.