Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი: ცოტასაც მოვითმენ


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სანამ პეტრო პოროშენკო უკრაინის პრეზიდენტია, სასაზღვრო სამსახურისგან სხვა პასუხს არც ელოდებოდა.

„არა უშავს, კიდევ ცოტას მოვითმენ ამდენი თვეების ლოდინის შემდეგ“ - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე მას შემდეგ, რაც 22 აპრილს, უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ სააკაშვილს არ აქვს უკრაინის ტერიტორიაზე კანონიერად შესვლის საფუძველი, რადგან 2017 წელს პოლონეთიდან საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

მას შემდეგ, რაც 21 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში შოუმენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სასაზღვრო და უშიშროების სამსახურებს მიმართა, მოუხსნან უკრაინაში ჩასვლის აკრძალვა.

„Настоящее Время“-სთან ინტერვიუში სააკაშვილმა თქვა, რომ კიევში, საკუთარ სახლში დაბრუნების უფლება უნდა ჰქონდეს და ამას აუცილებლად გააკეთებს.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 2015 წელს მისცა და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა, ორი წლის შემდეგ კი მოქალაქეობა ჩამოართვა.

მიხეილ სააკაშვილს 2021 წლამდე აკრძალული აქვს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა.

XS
SM
MD
LG