Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ჰოკეის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისლანდია დაამარცხა


საქართველოს ჰოკეის ნაკრები მექსიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე B დივიზიონის გუნდებს შორის ოთხი ტურის შემდეგ მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს. როლანდ სვანიძის გაწვრთნილმა გუნდმა შეჯიბრების სტარტზე ჩრდილოეთ კორეის ნაკრებთან 4:9 წააგო, მეორე ტურში მექსიკას აჯობა - 3:2, შემდეგ ახალ ზელანდიასთან დამარცხდა - 2:6, მეოთხე მატჩში კი ისლანდიას დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ თხუთმეტი წუთის შემდეგ სამი ბურთით (0:3) აგებდა, საბოლოოდ მეტოქეს 6:3 სძლია. ბოლო ტურში ქართველი ჰოკეისტები ჯგუფის ლიდერ ისრაელს ეთამაშებიან. საქართველოს ჰოკეის ნაკრები B დივიზიონში სადებიუტო სეზონს ატარებს. სპეციალისტთა შეფასებით, შეჯიბრებაზე გამოსვლა უკვე შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს, რადგან გუნდმა ვადაზე ადრე შეინარჩუნა ადგილი დივიზიონში.

XS
SM
MD
LG