Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იერუსალიმში აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა


იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის რიტუალი შესრულდა. ცეცხლი იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა გამოიტანა.

აღდგომის ტაძარში ათასობით მომლოცველთან ერთად ქართველებიც იმყოფებიან. მართლმადიდებელთა რწმენით, ეს არის უდიდესი საიდუმლო, რომელიც ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.

გადმოცემის თანახმად, ზეციური ცეცხლის რიტუალი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში III საუკუნიდან სრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG