Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

FBI: რუსეთი აგრძელებს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობას


აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის, კრისტოფერ რეის ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მცდელობას. ასეთ ჩარევას რეი მიიჩნევს „საზიანო გავლენად“, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს.

ვაშინგტონში, საგარეო ურთიერთობათა საბჭოში, 26 აპრილს გამოსვლისას, რეიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კიდევ უფრო გააქტიურდება რუსეთის ზომები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით.

რეიმ აღწერა, როგორ შექმნეს FBI-მ, აშშ-ის შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრომ და დაზვერვის სააგენტოებმა გუნდები, რომლებსაც ევალებოდა აშშ-ში 2018 წლის შუალედურ არჩევნებში ჩარევის შეჩერების კოორდინირება.

ეს ზომები მოჰყვა რუსეთის მცდელობას, გავლენა მოეხდინა აშშ-ში საზოგადოებრივ აზრზე 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს.

რეიმ აღნიშნა აგრეთვე, რომ სხვა ქვეყნებიც, მათ შორის ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთი კორეა ცდილობენ აშშ-ზე უცხოეთიდან გავლენას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG