Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი: რუსმა გენერალმა და ნატოს სარდალმა განიხილეს „ურთიერთქმედების“ საკითხები


აზერბაიჯანი, 2018 წლის 12 დეკემბერი: ევროპაში ნატოს ჯარების სარდალი კერტის სკაპაროტი (მარცხნივ) და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი ბაქოში გამართულ შეხვედრაზე
აზერბაიჯანი, 2018 წლის 12 დეკემბერი: ევროპაში ნატოს ჯარების სარდალი კერტის სკაპაროტი (მარცხნივ) და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი ბაქოში გამართულ შეხვედრაზე

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ, ნატოს ინიციატივით, ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და ევროპაში ნატოს ჯარების სარდალი, ამერიკელი გენერალი კერტის სკაპაროტი.

სამინისტროს 27 აპრილის ცნობით, ორმა გენერალმა ისაუბრა „საერთაშორისო ურთიერთობის მნიშვნელოვან საკითხებზე“ და გაცვალა მოსაზრებები „სამხედრო მიმართულებით რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთქმედების ამჟამინდელ მდგომარეობაზე“.

სკაპაროტი ევროპაში ნატოს სარდლის პოსტს მომავალ თვეში გადააბარებს აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალ ტოდ უოლტერსს, რომელიც ამჟამად სარდლობს ნატოელ მოკავშირეთა სამხედრო-საჰაერო ძალებს.

XS
SM
MD
LG