Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში აღნიშნავენ ახალ დღესასწაულს, „მოქალაქის დღეს“


ერევანი, 2019 წლის 27 აპრილი: სომხეთში პირველად აღნიშნავენ "მოქალაქის დღეს"
ერევანი, 2019 წლის 27 აპრილი: სომხეთში პირველად აღნიშნავენ "მოქალაქის დღეს"

სომხეთში პირველად აღნიშნავენ „მოქალაქის დღეს“ - დღესასწაულს, რომელიც ეძღვნება 2018 წლის მასობრივი მშვიდობიანი საპროტესტო აქციების შედეგად პოლიტიკური რეალობის შეცვლას.

შარშანდელმა გამოსვლებმა გადადგომა აიძულა სტაჟიან ლიდერს, სერჟ სარქსიანს და ხელისუფლების სათავეში მოიყვანა ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი.

სომხეთის პარლამენტმა მიმდინარე თვეში დაამტკიცა კანონპროექტი 27 აპრილის დღესასწაულად და უქმე დღედ გამოცხადების შესახებ, რის ფონსაც ქმნის ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა, რომ მთავრობა გაუმართლებლად ხარჯავს ფულს ბიუჯეტიდან.

ფაშინიანი ერევნის ერთ-ერთ მოედანზე შეუერთდა მხარდამჭერებს, მათთან ერთად შეექცა მწვადებს, ხოლო ფეისბუკში დაწერა, რომ „მოქალაქის დღე“ არის გამარჯვება ყველა სომეხისათვის.

ოპოზიციასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილიც აკრიტიკებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვას, მათი აზრით, პოლიტიკური გამარჯვების აღსანიშნავად. დღესასწაულისათვის გამოყოფილ თანხად 255 ათასი დოლარი სახელდება.

XS
SM
MD
LG