ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ 29 აპრილს გახსნა ოთხდღიანი დიდი კრება - „ლოია ჯირგა,“ რომელსაც 3200 დელეგატი ესწრება. მათი მიზანია ერთიანი პოზიცია შეიმუშაონ თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკების თაობაზე.
„ლოია ჯირგა“ აერთიანებს პოლიტიკოსებს, თემების უხუცესებს და სხვა ცნობილ პირებს. კრების გახსნა დაჩრდილა ფაქტმა, რომ მას არ ესწრება ავღანეთის არაერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი, მათ შორის მთავარი აღმასრულებელი, აბდულა აბდულა, ღანის პარტნიორი ერთიან მთავრობაში.
აშრაფ ღანის საგანგებო წარმომადგენელმა, ომარ დაუდზაიმ განაცხადა, რომ კრებას ესწრებიან ავღანელი ლტოლვილების წარმომადგენლები ირანიდან და პაკისტანიდან.
ღანიმ შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, რომ სურს შემუშავდეს „ერთიანი პოზიცია“ მშვიდობის გარშემო. მან შეხვედრის მონაწილებს უწოდა ავღანეთში „მშვიდობის ელჩები“ და თქვა, რომ „ლოია ჯირგის“დელეგატები განსაზღვრავენ სამშვიდობო პროცესის „მიმართულებას.