Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქეთევან ციხელაშვილმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი შინდისში იმყოფებოდა. მან შინდისში დაღუპულ 17 გმირს პატივი მიაგო. ქეთევან ციხელაშვილი საფლაზე იმყოფებოდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად.

„პირველ რიგში, მინდა მთელ საქართველოს მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. დღეს პატივი მივაგეთ გმირების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის ერთიანობასა და თავისუფლებას შესწირეს. მე დღეს აქ ჩემს შვილებთან ერთად მოვედი, რადგან მიმაჩნია, რომ მათი სახელები ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს. იცოდეს, რომ ჩვენი თავისუფლება ასეთ გმირობებზე დგას. ასევე უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მშვიდობით, მსხვერპლის გარეშე აუცილებლად უნდა მივაღწიოთ იმ მიზანს, რომლისთვისაც ამ ბიჭებმა თავი გაწირეს,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა აღდგომის დღესასწაული მიულოცა აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს.

„მინდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული განსაკუთრებულად მივულოცო იმ ადამიანებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობენ და გადაადგილების თავისუფლება არ აქვთ. არ აქვთ ოჯახებთან გაერთიანების, ნათესავების მონახულების შესაძლებლობა მარტივად, მაგრამ ცხოვრებას მაინც აგრძელებენ. მინდა მათ და იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მავთულხლართებით გახლეჩილ სოფლებში ცხოვრობენ, დავპირდე, რომ სახელმწიფო კიდევ უფრო მეტს გააკეთებს, რათა მათ გვერდში დაუდგეს და ასეთი მიზანმიმართულობით, შეუპოვრობით, შრომით, საქმით, აუცილებლად დავძლიოთ მახინჯი მავთულხლართები და ის საოკუპაციო პოლიტიკა, რომელიც უამრავი ადამიანისათვის ყოველდღიური გამოწვევაა,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG