Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასწარი შეფასებით, მარტში საქართველოს ეკონომიკის ზრდა 6% იყო


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6% შეადგინა.

2019 წლის პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 4,7%-ით განისაზღვრა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა ვაჭრობის, ტრანსპორტის, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და სხვა მომსახურების გაწევის დარგებში. ზრდა დაფიქსირდა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების დარგშიც.

კლება შეინიშნებოდა მშენებლობის სფეროში

ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წლის იანვარ-მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 12,8%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი შემცირდა 4,7%-ით.

XS
SM
MD
LG