Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

 გასულ წელს საქართველოს მოსახლეობა 0,2 % -ით შემცირდა


2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 723.5 ათასი კაცი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 0.2% - ით, 6 100 ადამიანით შემცირდა. სეთია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის დემოგრაფიული მაჩვენებლები. ამ მაჩვენებლების თანახმად, საქართველოში გასულ წელს დადებითი ბუნებრივი მატება იყო (+4 614), მოსახლეობის შემცირება კი უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ განაპირობა. კერძოდ, 2018 წელს ქვეყანა 10 783 ადამიანით მეტმა დატოვა, ვიდრე დაბრუნდა.

საქსტატის თანახმად, 2018 წელს საქართველოში 51 138 ადამიანი დაიბადა, გარდაიცვალა 46 524. მოსახლეობის ზრდა ძირითადად შეიმჩნევა თბილისში, აჭარასა და ქვემო ქართლში. ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში გასულ წელს მოსახლეობა შემცირდა. მათ შორის მოსახლეობა ყველაზე მეტად, 12 400 ადამიანით გაიზარდა თბილისში, ყველაზე მეტად 9 600 ადამიანით შემცირდა იმერეთის რეგიონში.

  • თბილისი - 1,171,100 ადამიანი, ზრდა წინა წელთან 12,400 ადამიანი;
  • იმერეთი - 497,400 ადამიანი, კლება წინა წელთან 9,600 ადამიანი;
  • ქვემო ქართლი - 433,200 ადამიანი, ზრდა წინა წელთან 1,100 ადამიანი;
  • აჭარა - 349,000 ადამიანი, ზრდა წინა წელთან 2,700 ადამიანი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 316,200 ადამიანი, კლება წინა წელთან 4,600 ადამიანი;
  • კახეთი - 312,500 ადამიანი, კლება წინა წელთან შედარებით 2,200 ადამიანი;
  • შიდა ქართლი - 257,300 ადამიანი, კლება წინა წელთან შედარებით 2,000 ადამიანი;
  • სამცხე-ჯავახეთი - 154,100 ადამიანი, კლება წინა წელთან შედარებით 1,800 ადამიანი;
  • გურია - 109,400 ადამიანი, კლება წინა წელთან შედარებით 1,100 ადამიანი;
  • მცხეთა-მთიანეთი - 93,600 ადამიანი, კლება წინა წელთან შედარებით 600 ადამიანი;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29,700 ადამიანი, კლება წინა წელთან შედარებით 500 ადამიანი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს ქალაქში მოსახლეობის 58,7 პროცენტი ცხოვრობდა, მათგან თბილისში თითქმის მესამედი, მთლიანი მოსახლეობის 31% ბინადრობს.

XS
SM
MD
LG