Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმცირესობა მოთხოვს მოსამართლეთა შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დაბრუნდეს


საპარლამენტო ოპოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე უმრავლესობის კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას ითხოვს.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის უკან დაბრუნების მოთხოვნა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, ასევე ფრაქცია „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დააყენეს.

მათი მხრიდან აქცენტი იმაზე გაკეთდა, რომ კანონპროექტში ვენეციის კომისიისა და ეუთო\ოდირის ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული არ არის.

„ეს ის შემთხვევაა, როცა აუცილებელია კანონპროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნება. პროექტი უზრუნველყოფს იმას, რომ სასამართლო სისტემა სრულად გააკონტროლოს მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანმა“, - აღნიშნეს დეპუტატებმა ამ თემაზე გამართულ დებატებისას.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.

XS
SM
MD
LG