Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ ყოლბაიამ გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა აფხაზეთის უზენაეს საბჭოს


აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გადადგომის შესახებ განცხადებით აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ოფიციალურად მიმართა.

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში კონსულტაციები მიმდინარეობს. განიხილება რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის: ჯანრი უბირია, ზურაბ ხონელიძე, დავით ფაცაცია, ლელა გულედანი და რუსლან აბაშიძე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვახტანგ ყოლბაია შესაძლოა, რუსლან აბაშიძემ ჩაანაცვლოს, რომელსაც ამჟამად შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობა უკავია.

ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობის მეთაურის მოვალეობას 2013 წლიდან ასრულებს. კანონმდებლობის თანახმად, ყოლბაიას აქვს უფლება მოითხოვოს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატი.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG