Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აცხადებს, რომ კარგი ურთიერთობა სურს საუდის არაბეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან


ირანი აცხადებს, რომ სურს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს საუდის არაბეთთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და მათ სხვა მოკავშირეებთან და მათ მოუწოდებს დაასრულონ მწვავე უთანხმოება მეზობელ ქვეყანასთან, კატართან.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა 1 მაისს განაცხადა, რომ თეირანს "ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს კატართან, კუვეიტთან და ომანთან". დოჰაში მიმდინარე აზიის თანამშრომლობის სამიტზე ზარიფმა ჟურნალისტებს განუცხადა: "იმედი გვაქვს ასეთივე ურთიერთობას დავამყარებთ საუდის არაბეთთან, ბაჰრეინთან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან".

შიიტთა უმრავლესობის მქონე ირანი და სუნიტთა უმრავლესობის მქონე საუდის არაბეთი მეტოქეები არიან რეგიონში გავლენის მოპოვების პროცესში. ისინი იემენში მიმდინარე სისხლიან სამოქალაქო ომში დაპირისპირებულ მხარეებს ემხრობიან. რიადმა თეირანთან კავშირების 2016 წელს გაწყვიტა, მას შემდეგ, რაც საუდის არებეთში შიიტი სასულიერო პირის სიკვდილით დასჯის შემდეგ გაბრაზებულმა დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს ირანში საუდის არაბეთის დიპლომატიური მისიების შენობას. 2017 წელს საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ეგვიპტემ დიპლომატიური და სავაჭრო ბოიკოტი დაიწყეს კატართან. ეს ქვეყნები კატარს ბრალს სდებენ ტერორიზმის მხარდაჭერაში, რასაც თავად ატარი უარყოფს და აცხადებენ, რომ ის ზედმეტად უახლოვდებოდა ირანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG