ვენესუელის შეიარაღებულ ძალებს და ოპოზიციის მომხრეებს შორის შეტაკებები მოხდა, ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს მოწოდების ფონზე, რომ გაიზარდოს საპროტესტო ტალღა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ.
შეიარაღებულმა ძალებმა 1 მაისს ცრემლმდენი გაზი გაუშვეს დემონსტრანტების წინააღმდეგ, როცა დემონსტრანტები ცდილობდნენ საჰაერო ბაზასთან მდებარე გზის ბლოკირებას კარაკასის აღმოსავლეთში, სადაც გუაიდო გამოვიდა მადუროს წინააღმდეგ სამხედრო ამბოხების მოწოდებით. დემონსტრანტების ნაწილი აცხადებდა, რომ იმედგაცრუებულია არმიის მხრიდან გუაიდოს მოწოდების გაუთვალისწინებლობით, სხვები დემონსტრაციის შედარებით მცირე ზომით იყვნენ უკმაყოფილო.
მადურო გუაიდოს გადატრიალების მცდელობაში სდებს ბრალს. პარალელურად, უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა განაცხადა, მადურო "ბოთლში მსხდომი მორიელებით" არის გარშემოტყმული და მხოლოდ დროის ამბავია მისი ხელსუფლებიდან წასვლაო. ჯონ ბოლტონმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს უთხრა, რომ მადუროს მთავრობის მნიშვნელოვან ფიგურებს, მათ შორის თავდაცვის მინისტრს და პრეზიდენტის დაცვის ხელმძღვანელს, ოპოზიციასთან აქვთ კავშირები.