Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში გაიმართა ჰოლოკოსტის მსხვერპლის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ცერემონიები


ისრაელში იმართება ცერემონიები, რომლებიც ჰოლოკოსტის მსხვერპლის ხსოვნის დღეს ეძღვნება. ნაცისტური გენოციდის მსხვერპლს, ექვს მილიონ ებრაელს იხსენებენ ასევე სიკვდილის ყოფილ ბანაკ ოსვენციმში, პოლონეთში.

დილის ათ საათზე ისრაელის მოსახლეობამ წუთიერი დუმილით პატივი სცა ჰოლოკოსტის მსხვერპლს, შეჩერდა ტრანსპორტის მოძრაობა, ისმოდა სირენების ხმა. ჰოლოკოსტის მსხვერპლის ხსოვნის დღეს, საღამოს იკეტება რესტორნები, ბარები და სხვა გასართობი ობიექტები. მედიის თანახმად, ცერემონიები გაიმართა სკოლებში, სამხედრო ბაზებზე და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში.

1 მაისს ისრაელის სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ყვავილები მიიტანეს ვარშავის გეტოს აჯანყების მსხვერპლის ძეგლთან იერუსალიმში, იად-ვაშემის მუზეუმთან. ცერემონიას სწრებოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეტანიაჰუ, რომელმაც განაცხადა, რომ „ისრაელი თავს მსხვერპლად არ გაიღებს, როცა განადგურების საფრთხე ემუქრება“. მან გააკრიტიკა ირანი და გააფრთხილა ევროპა ანტისემიტიზმის ზრდის თაობაზე.

2 მაისს, პოლონეთში, ყოფილ საკონცენტრაციო ბანაკ ოსვენციმში იმართებოდა „ცოცხლების მსვლელობა“, რომელშიც ყოველწლიურად მონაწილეობენ ებრაელები, რომლებიც ჰოლოკოსტს გადაურჩნენ.

ჰოლოკოსტის მსხვერპლის დღე, ხსოვნის და გლოვის ეროვნული დღე ისრაელში და მის გარეთ, დაარსდა 1951 წელს ისრაელის პარლამენტის, ქნესეტის გადაწყვეტილებით. ხსოვნის დღე აღინიშნება ებრაული კალენდრით ნისანის 27 რიცხვში, რაც აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისს შეესაბამება.

XS
SM
MD
LG