Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე


თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობის შედეგად თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 25 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

ეს საქმე პირველია საქართველოში, რომელშიც სასამართლომ დაადგინა სახელმწიფოს ვალდებულება მოახდინოს თვითმკვლელობამდე მიყვანის, როგორ ფემიციდის ფორმის პრევენცია“,- აღნიშნულია "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაში.

საია ითხოვდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმის გამო, რომ პოლიციისათვის არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, ვერ მოხერხდა ოჯახში სისტემატური ძალადობისა და ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის პრევენცია.

აღნიშნულ საქმეზე, თვითმკვლელობის ფაქტამდე, ქალს 16-ჯერ ჰქონდა სახელმწიფო ორგანოებისთვის მიმართული ოჯახში ძალადობის გამო", - შენიშნავს საია. იგი შსს-ს და პროკურატურას ამ მიმართვებზე არასათანადო რეაგირების გამო ედავებოდა.

XS
SM
MD
LG