Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფრასტრუქტურის მინისტრი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა


საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი შეხვდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს. შეხვედრას ესწრებოდნენ კონსორციუმის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები და დაიგეგმა მოლაპარაკების შემდეგი ეტაპები. მორიგი შეხვედრა მაისის ბოლომდე გაიმართება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, სახელმწიფოს, კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის მოლაპარაკების მთავარი თემა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება და ის 8-პუნქტიანი მოთხოვნებია, რასაც დონორი ორგანიზაციები ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსების სანაცვლოდ აყენებენ.

XS
SM
MD
LG