Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფლორიდაში სამგზავრო თვითმფრინავი მდინარეში ჩავარდა


სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737-800 დასაფრენ ბილიკს ასცდა და დაჯდომისას მდინარე სენტ-ჯონსში ჩავარდა ფლორიდის შტატის ქალაქ ჯექსონვილის ერთ-ერთ ავიაბაზაზე.

Miami Air International-ის თვითმფრინავი ჩარტერულ რეისს ასრულებდა კუბაში მდებარე გუანტანამოს სამხედრო-საზღვაო ბაზიდან. თვითმფრინავში 136 მგზავრი და ეკიპაჟის შვიდი წევრი იმყოფებოდა.

როგორც ადგილობრივი შერიფის ოფისი იტყობინება, 21 ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს. სერიოზულად არავინ დაშავებულა. როგორც ინციდენტის ადგილზე გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, თვითმფრინავი არ იმყოფებოდა ღრმა წყალში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG