Accessibility links

site logo site logo

აქტივისტებმა პრეზიდენტის სასახლესთან სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი მოითხოვეს


ათონელის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის წინ აქტივისტებმა საქართელოს პრეზიდენტის გამონათქვამები გააპროტესტეს, სადაც ის ამერიკული ბაზების წინააღმდეგ გამოვიდა და მისი იმპიჩმენტი მოითხოვეს. „წითელი ბარათი პრეზიდენტს", - სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას" ორგანიზებით გაიმართა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ბოლო პერიოდში, ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებს და სწორედ ამან განაპირობა მისი იმპიჩმენტის მოთხოვნა.

„ვაპროტესტებთ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, რაც არ არის ერთჯერადი, მუდმივად იმეორებს მსგავსი შინაარსის განცხადებებს, რაც საფრთხეს უქმნის ტერიტორიულ მთლიანობას, ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს. „წითელი ბარათის მოძრაობა“ დაიწყება და ეს არ იქნება მხოლოდ სალომე ზურაბიშვილისთვის. ეს იქნება იმ პარლამენტისთვის, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს სალომე ზურაბიშვილს და დღეს ცდილობენ, რომ აისხლიტონ სალომე ზურაბიშვილი", - განაცხადა ანა ჭარხალაშვილმა.

"ჩვენ გვესმის, რომ იმპიჩმენტი ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებთ, სანამ არ ვაიძულებთ პარლამენტს, გადააყენონ პრეზიდენტი, რომელიც თვითონ დაგვინიშნეს," - ამბობდნენ აქციის მონაწილეები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG