Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დიდი საბჭოს მუშაობის დასრულებას ახალი შეტაკებები მოჰყვა


ავღანეთის დიდი საბჭო - "ლოია ჯირგა"
ავღანეთის დიდი საბჭო - "ლოია ჯირგა"

წუხელ ავღანეთში, სულ მცირე, შვიდი პოლიციელი დაიღუპა, როცა თალიბები საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს დაესხნენ თავს პროვინცია ბადღისში. ამის შესახებ 4 მაისს განაცხადა ბადღისის ადგილობრივი საბჭოს წევრმა მოჰამად ნასერ ნაზარმა. მისი თქმით, დაჭრილია ასევე უშიშროების ძალების სამი თანამშრომელი. თალიბანს ინციდენტზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 3 მაისს პროვინცია კუნარში „ისლამური სახელმწიფოს“ 43 სავარაუდო მეომარი იქნა მოკლული. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე იერიშები განხორციელდა ჩაპარის ოლქში. მოკლულთა შორის არიან უზბეკური და პაკისტანური წარმოშობის პირები.

შეტაკებებამდე ერთი დღით ადრე ავღანეთში მუშაობა დაასრულა დიდმა საბჭომ - "ლოია ჯირგამ", რომელსაც პრეზიდენტი აშრაფ ღანი ხელმძღვანელობდა. საბჭოს მონაწილეები გამოვიდნენ მოწოდებით, დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG