Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა: დუისის სპეცოპერაციის საქმეზე გადაწყვეტილება 2 თვეში გახდება ცნობილი


საქართველოს პროკურატურის განცხადებით, უახლოესი 2 თვეში ცნობილი გახდება შემაჯამებელი გადაწყვეტილება ახმეტის რაიონში, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე.

გამოძიება დასკვნით ეტაპზეა, - წერია პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში.

გამოძიება 2017 წლის 26 დეკემბერს, ახმეტის რაიონში, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს (რომელსაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლე შეეწირა) სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს.

"ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი და ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, ჩატარებულია სასამართლო-სამედიცინო და კომპლექსური (გენეტიკური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური) ექსპერტიზები. გამოძიებამ გამოკითხა არაერთი პირი, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, მეზობლები. ასევე გამოკითხულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირი", - ვკითხულობთ პროკურატურის განცხადებაში.

საგამოძიებო უწყების ცნობით, საქმეზე დანიშნულია კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ჩატარებული სამედიცინო დახმარების დროულობისა და ადეკვატურობის დასადგენად, რომელიც ჯერ არ დასრულებულა.

პროკურატურის ცნობით, გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და უახლოესი 2 თვის განმავლობაში ცნობილი გახდება შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG