Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი ჩრდილოეთ მაკედონიას ეწვია


რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც ისტორიულ, თავის პირველ ვიზიტს მართავს ჩრდილოეთ მაკედონიაში, სკოპიეში შეხვდა ქვეყნის ხელმძღვანელებს და ღვთისმსახურება ჩაატარა ქალაქის მთავარ მოედანზე.

ფრანცისკე, რომელიც შეხვდა ჩრდილოეთი მაკედონიის პრეზიდენტს, გეორგე ივანოვს და მთავრობის მაღალი რანგის სხვა პირებს,შეეცადა წაეხალისებინა ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ამ ქვეყანამ ხანგძლივი უთანხმოება მოაგვარა საბერძნეთთან მას მერე, რაც შარშან დასახელება შეიცვალა.

მეზობელი ბულგარეთის მსგავსად, სადაც პაპმა ბალკანეთის ტურნეს პირველი ორ დღე დაყო, ჩრდილოეთი მაკედონიის მოსახლეობა უპირატესად მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან. მოსახლეობის მეოთხედს წარმოადგენენ მაჰმადიანი ალბანელები. ამ ქვეყანაში ცხოვრობს დაახლოებით, 15 ათასი კათოლიკე.

ივანოვთან და პრემიერ-მინისტრ ზორან ზაევთან შეხვედრებისას პრეზიდენტის სასახლეში, ფრანცისკემ შეაქო ჩრდილოეთი მაკედონიის ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება, რასაც მან მშვიდობიანი თანაარსებობისა ნიმუში და ხიდი უწოდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

თავის გამოსვლაში მაკედონიის პრეზიდენტმა, გეორგე ივანოვმა დაიჩივლა, რომ ევროატლანტიკურ ოჯახში მაკედონიის მიღება გადაიდო.

XS
SM
MD
LG