ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგმა შეშფოთება გამოხტა იმ პოტენციური შედეგის გამო, რაც შესაძლოა მოჰყვეს თურქეთის მიერ რუსეთის ანტისარაკეტო სისტემის შეძენას. 6 მაისს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ანკარაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა დააზუსტა, რომ მას მხედველობაში აქვს აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელი რეაქცია, თუ თურქეთი უარს არ იტყვის რუსული წარმოების „ს-400“ კლასის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შეძენაზე.
სტოლტენბერგის თანახმად, ნატოს ყველა მოკავშირე ქვეყანა თავად ღებულობს გადაწყვეტილებას სამხედრო აღჭურვილობის შეძენის თაობაზე. „მაგრამ ნატოსთვის რაც უმნიშვნელოვანესია, ესაა ოპერატიული თავსებადობა, როდესაც სისტემებს ერთად შეუძლიათ მუშაობა“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
აშშ-ი მოითხოვს მისი ნატოელი მოკავშირე თურქეთისაგან, რათა ხელი აიღოს რუსული წარმოების დედამიწა-ჰაერის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის შეძენაზე, რაც, ვაშინგტონის თანახმად, შეუთავსებელია ნატოს სისტემებთან და განიხილება, როგორც საფრთხე აშშ-ის F-35-ი ტიპის სამხედრო გამანადგურებელი თვითმფრინავებისთვის.
ვაშინგტონი ასევე აცხადებს, რომ იგი აღარ მიაწვდის თურქეთს „პეტრიოტის“ კლასის ანტისარაკეტო სისტემებს და შესაძლოა ანკარა ასევე გამოეთიშოს F-35-ი ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავების პროგრამას. თურქეთი წევრია კონსორციუმის, რომელიც ამ თვითმფრინავებს აწარმოებს, და აგრეთვე მათი მყიდველიცაა.
პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი იმეორებს, რომ თურქეთი უარს არ იტყვის S-400-სთან დაკავშირებულ ხელშეკრულებაზე, ვაშინგტონის და ნატოს მხრიდან მზარდი ზეწოლის მიუხედავად.