Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნესტან ლონდარიძე: სარალიძე მაჩალიკაშვილის გვერდითაა და სამწუხაროა, თუკი გაჩნდა განცდა, რომ ეს ასე არ არის


„ზაზა სარალიძე მალხაზ მაჩალიკაშვილის გვერდითაა და სამწუხაროა, თუკი საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ ეს ასე არ არის“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ნესტან ლონდარიძე, ზაზა სარალიძის ადვოკატი.

ნესტან ლონდარიძის თქმით, 7 მაისს, მაშინ, როდესაც გავრცელდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილის ბრალდების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მათ გამოავლინეს მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე, ზაზა სარალიძე იმყოფებოდა სასამართლო პროცესზე, სასამართლოს შენობაში, სადაც ხორავას საქმეზე მოსამართლე დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას ისმენდა:

„როცა ზაზა თავის საქმეზე ერთ სიტყვას იტყოდა, მეორე სიტყვას ვახაზე ამბობდა. ამიტომ არასწორია, რომ მის მიმართ გაჩნდა ეჭვები, რომ თითქოს ის და მალხაზ მაჩალიკაშვილი ერთად აღარ დგანან. გუშინ, 7 მაისს, სასამართლო სხდომა გვქონდა და მაქსიმალურად ვიყავით დაკავებულები ამ საქმით. საბოლოო პროცესის დასრულებამდე, ზაზა ჟურნალისტებთან ურთიერთობას ერიდება. პროცესი 17 მაისს სრულდება და ახლა განსაკუთრებით რთული პერიოდი დგას“, - ამბობს ნესტან ლონდარიძე.

7 მაისს სუსმა გამოაქვეყნა საუბრის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მალხაზ მაჩალიკაშვილი თავის ძმისშვილს - მორის (ჰუსეინ) აძლევს დავალებას - შეისწავლოს სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ტერიტორია სოფელ მაჩხაანში.

მაჩალიკაშვილების ოჯახს სჯერა და ამას მუდმივად უსვამდა ხაზს, რომ სწორედ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციას პანკისის ხეობაში, 2017 წლის დეკემბერში, როდესაც სასიკვდილოდ დაიჭრა მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილი, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი.

XS
SM
MD
LG