Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი გახდა


გენო პეტრიაშვილი
გენო პეტრიაშვილი

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ (UWW) მსოფლიოს რეიტინგი განაახლა და მასში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გენო პეტრიაშვილი პირველ ადგილს იკავებს 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მსოფლიოს ორგზის და ევროპის ჩემპიონი 25 წლის ქართველი მძიმეწონოსანი ერთი თვის წინ მეორე ნომერი იყო. აპრილში გამართულ ევროპირველობაზე აღებული ვერცხლის მედალი კი დასაწინაურებლად ეყო და 88 ქულით ლიდერობს.

პეტრიაშვილი 11 ქულით უსწრებს მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტს - ჩინელ დენგს. მესამე-მეოთხე ადგილებს კი 50-50 ქულით რუსეთის ნაკრების წევრი ანზორ ხიზრიევი და თურქი ტაჰა აკგული იკავებენ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს რეიტინგში თავიანთ წონებში მოწინავე ხუთეულში საქართველოს ნაკრების კიდევ ხუთი წევრია. ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) მესამე ადგილზეა, ბექა ლომთაძე (61 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) - მეოთხეზე, ხოლო ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) - მეხუთეზე.

UWW-მ რეიტინგი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაშიც განაახლა და საქართველოს ნაკრების წევრთაგან საუკეთესო მაჩვენებელი ნუგზარ წურწუმიას აღმოაჩნდა, რომელიც 55 კილოგრამი წონითი კატეგორიის მეხუთე ნომერია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG