საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ირანის ბირთვული შეთანხმება უნდა გადარჩეს და მოწოდებით გამოვიდა, დაიცვან სიმშვიდე მას მერე, რაც თეირანმა განაცხადა, რომ შეთანხმების ნაწილებს აღარ დაიცავს.
თეირანმა 8 მაისს განაცხადა, რომ შეაჩერა ბირთვულ სფეროში საქმიანობის შეზღუდვა, რაც შეთანხმებით იყო გათვალისწინებული მანამდე, სანამ არ მოიძებნება გზა, გვერდი აუარონ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს, რადგან ვაშინგტონმა თეირანი შანტაჟში დაადანაშაულა.
მაკრონმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების ხელმომწერებს მოუწოდა, „არ აღმოჩნდნენ ესკალაციაში ჩათრეული“ და „ერთობლივად იზრუნონ კოლექტიურ უსაფრთხოებაზე“.
მის განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ევროკავშირმა და ევროპის სამმა სახელმწიფომ გამოაქვეყნეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც ირანს მოუწოდეს, დაიცვას მსოფლიოს ქვეყნებთან მიღწეული შეთანხმების პირობები. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ და დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ისინი ჯერაც უჭერენ მხარს შეთანხმებას, მაგრამ მათ უკუაგდეს თეირანის მხრიდან „ულტიმატუმები“, რომ უზრუნველყონ მისი სიცოცხლისუნარიანობა.