Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იმყოფება საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი


კრისტოფ კასტანერი
კრისტოფ კასტანერი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საფრანგეთის ამ უწყების ხელმძღვანელი თბილისს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს.

კრისტოფ კასტანერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მასპინძლობს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც, იუსტიციის მინისტრს და პრეზიდენტს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კრისტოფ კასტანერის ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოსა და საფრანგეთს შორის საპოლიციო და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. თანამშრომლობის გაძლიერებაზე მხარეები შეთანხმდნენ ერთი წლის წინ, როცა გიორგი გახარია პარიზში შეხვდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს, ჟერარ კოლომბს.

საფრანგეთი მოწინავე ადგილზეა ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის, სადაც საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ყველაზე ხშირად ითხოვენ, თუმცა, ძირითადად, უარს იღებენ. თავშესაფრის მაძიებელთა და არალეგალურად დარჩენის მსურველთა დიდი რაოდენობა რეალურ საფრთხეს უქმნის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG