Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულისთვის 694 ათასი ლარი დაიხარჯება


12 მაისს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულის აღსანიშნავი ღონისძიებებისთვის მთავრობამ 694 ათასი ლარი გამოიყო.

ამ თანხიდან 480 ათას ლარს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიიღებს, 141 600 ლარს საქართველოს საპატრიარქო, ხოლო 73 ათას ლარს კი საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ღონისძიებები გაიმართება თბილისშიც და რეგიონებშიც: დაგეგმილია გამოფენები, ჩატარდება ლექციები, ლიტერატურული საღამოები, კონფერენციები, კინოჩვენებები, სპექტაკლები და ფოლკლორული ანსამბლების ტურნეები.

ღვთისმშობლის წილხვდომილობის თარიღის ამსახველი 150 ათასი ხატის და 150 ათასი ბროშურის ბეჭდვაზე, დიზაინის მომსახურების შესყიდვასა და დარიგებაზე 48 400 ლარი დაიხარჯება.

XS
SM
MD
LG