Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ზრდის სამხედრო ძალებს სპარსეთის ყურეში


აშშ ზრდის სამხედრო ძალას სპარსეთის ყურეში და ახლო აღმოსავლეთში, სადაც განალაგებს სადესანტო ხომალდს და „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტებით აღჭურვილ ბატარეას. ამ ნაბიჯების გადადგმა, როგორც ვაშინგტონი ხედავს, ირანის მხრიდან მზარდი საფრთხის საპირისპიროდ ხდება.

პენტაგონის 10 მაისის განცხადება აშშ-სა ირანს შორის ბოლო ხანს გადადგმული ურთიერთსაწინააღმდეგო ქმედებების ბოლო აქტია ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე.

აშშ-მა სანქციები დაუწესა ირანს, რომელსაც ნავთობის და ლითონის ექსპორტი შეეზღუდა. ამით ვაშინგტონი ზრდის ზეწოლას ირანზე, რათა თეირანმა შეწყვიტოს როგორც ვაშინგტონი თვლის, „მავნე“ ქმედება ბირთვული იარაღის განვითარების მცდელობის და რეგიონში სამხედრო ქმედებების დაფინანსების სახით. თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს.

პენტაგონის თანახმად, ავიამზიდ „აბრაჰამ ლინკოლნის“ საბრძოლო ჯგუფს შეუერთდება სამხედრო ხომალდი "არლინგტონი". ავიამზიდ „აბრაჰამ ლინკოლნი“და ბომბდამშენთა ჯგუფი ადრე გაემართნენ რეგიონისკენ. აშშ-ის დაზვერვის ვარაუდით, ირანი გეგმავს გარკვეული ტიპის თავდასხმას. აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა 9 მაისს დაადასტურეს, რომ B-52 ტიპის ბომბდამშენები ირანის მხრიდან დაუდგენელი ყაიდის საფრთხის საპასუხოდ განთავსდა ყატარში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე.

პენტაგონი აცხადებს, რომ ამ ძალების განთავსება „პასუხია ირანის მზადყოფნის ნიშნებზე, განახორციელოს შეტევითი ოპერაცია აშშ-ის ძალების და ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ“. თავდაცვის უწყება აგრძელებს “ყურადღებით მიადევნოს თვალი ირანის რეჟიმის ქმედებას, მისი სამხედრო ძალების და მოკავშირეების აქტიურობას“. „აშშ არ ეძებს კონფლიქტს ირანთან, მაგრამ მზად არის დაიცვას თავისი და ძალების და ინტერსები რეგიონში", წაიკითხავთ განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა 9 მაისს, რომ ირანის რეჟიმმა უნდა გაიგოს, რომ ყოველგვარ თავდასხმას მისი და მისი მოკავშირეების მხრიდან აშშ-ის ინტერესების ან მოქალაქეების წინააღმდეგ, მოჰყვება სწრაფი და გადამჭრელი პასუხი აშშ-ის მხრიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG